Thursday, May 10, 2012

ტელეფონის გამოგონების ისტორია

ტელეფონი  (ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს  "შორს" და  "ხმა") ტელეკომუნიკაციის მოწყობილობაა, რომელიც გამოიყენება ბგერის მიღება-გადაცემისთვის(ლაპარაკისთვის). იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საურთიერთობო მოწყობილობაა. უმეტესობა ტელეფონისა,მუშაობს ელექტრო-სიგნალების გადაცემით,რთულ სატელეფონო ქსელში.
    შოტლანდიელმა მეცნიერმა ალექსანდრე გრაჰამ ბელმა  გამოიგონა პირველი ტელეფონი 1876  10 მარტს კალიფორნიაში. და 4 წლის შემდეგ ამერიკაში უკვე იყო 60 000 ტელეფონი. ბელი ჯერ კიდევ ბავშვობაში დიდ ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებდა და მას ძალიან უყვარდა ექსპერიმენტების ჩატარება. ბელი მდიდარ ოჯახში გაზრდილი არ იყო და მას  არ ჰქონდა საკმარისი თანხა იმისთვის, რომ  ცდები ჩაეტარებინა,მაგრამ მან მალევე მოახერხა დაფინანსების მიღება და ასისტენტად გამოცდილი ინჟინერი-მექანიკოსი ტომას იუსტონი აიყვანა. ისინი აკუსტიკურ ტელეგრაფზე ატარებდნენ ცდებს. 1875 წლის 2 ივნისს,იუსტონმა შემთხვევით ერთ-ერთი მავთული გამოსწია და ხაზის მეორე ბოლოში მყოფმა ბელმა ბგერები გაიგონა.ამან ბელს დაანახა,რომ ბგერის გადასაცემად რამდენიმე კი არა, არამედ ერთი მავთულიც საკმარისი იქნებოდა. სწორედ ამას მოჰყვა ტელეფონის შქმნა. ბელს პრობლემები შეექმნა,ტელეფონზე პატენტის მიღებისას. მას იდეების მოპარვას აბრალებდნენ,ტიმცა საბოლოოდ სწორედ მას დაუმტკიცდა ეს პატენტი და დღეს ტელეფონი გამოგონება ალექსანდრე გრეჰემ ბელს მიეწერა. პირველი სიტყვები რომელიც ტელეფონით იტქვა,ეკუთვნის ბელს. ის და მისი ასისტენტი სხვადასხვა ოთახში იყვნენ და ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ერთ-ერთი ექსპერიმენტი წარმატებული აღმჩნდა და ბელმა წარმოთქვა შემდგომი სიტყვები: ’’მისტერ იუსტონ,მოდით აქ,თქვენი ნახვა მსურს“ ასე შეიქმნა პირვლი მსოფლიოში პირველი ტელეფონი,რომელიც თანდათან განვითარდა.