Hello Tomorrow :)

ესეც Hello ToMorrow განახლებული სახლის ტელეფონი.... გერმანელმა დიზაინერმა რონი ზაუერმა (Ronny Sauer) ჩამოყალიბებული ვითარების ძირფესვიანად შეცვლა გადაწყვიტა და უსადენო სახლის ტელეფონის კონცეპტი Hello Tomorrow წარმოადგინა. როგორც წესია, მოწყობილობა ორი კომპონენტისგან შედგება: ბაზა და უსადენო ყურმილი. ბაზის დამჭერი სრულფასოვანი სენსორული დისპლეის სახითაა შესრულებული, მასზე მომხმარებელი კონტაქტების მართვასა და სხვა მრავალ ფუნქციაზე მუშაობს. ყურმილი კი, თავისი უბრალოებით უბრალოდ გენიალურია: იგი გამჭვირვალეა. ეს ნიშნავს, რომ მას გამჭვირვალე აკუმულატორი და გამჭვირვალე ელექტრონული ნაწილი აქვს. ან ყველაფერი ეს ყურმილის პერიმეტრზე დატანებულ თხელ თეთრ არშიაშია ჩაშენებული.
   მოკლედ სახლის ტელეფონიც შეიძლება იყოს ლამაზი ;))




წყარო   წყარო2

No comments:

Post a Comment