iPhoNe5

  იმის გასაგებად, თუ რა ეღირება ესა თუ ის ტექნიკა, აუცილებელია დაითვალოს მისი ნაწილების ღირებულება და აწყობის ხარჯები. როგორც იცით კომპანია apple-ს Apple iPhone 5 ჯერჯერობით არ გამოუშვია. ორგანიზაცია ბლუმბერგმა გადაწყვიტა დაეთვალა, თუ რა დაუჯდება სტივ ჯობსს ერთი ასეთი ტელეფონის აწყობა. ტელეფონის ყველაზე ძვირადღირებული ნაწილი, მისი სენსორული ეკრანია, რომელიც $49 ამერიკული დოლარი ღირს. მეორე ადგილზე მისი კვების ბლოკი და სხვა აქსესუარებია, რომლებიც $42 დოლარი ღირს. მესამე ადგილზე პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც $35,5 დოლარი ღირს. ბლუმბერგის ანალიტიკოსების აზრით 8 მეგაპიქსელიანი კამერა და ორ ბირთვიანი პროცესორი Apple A5 ერთნაირად, 16 ამერიკული დოლარი ეღირება. მეხსიერება 16GB მოცულობით 16 დოლარი ჯდება. ანტენა და სხვა მიკრო ელემენტები ჯამში 22 ამერიკული დოლარი ღირს. საერთო ჯამში გამოდის, რომ ტელეფონის ნაწილებისა და აწყობის საერთო ღირებულება 270-280 დოლარი დაჯდება. ხოლო რეალურად იგი მაღაზიებში რა ეღირება არავინ იცის სამწუხაროდ.წყარო

No comments:

Post a Comment