პირველი მობილური ტელეფონის გამომგონებელი


ჩვენს დროში მობილურ ტელეფონებს ყველგან შევხვდებით, მაგრამ ვინ გამოიგონა პირველად მობილური? - ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ბევრ თქვენთაგანს არ მოეძებნება.პირველი მობილური ტელეფონი მე-20 საუკუნის შუა წელს გამოჩნდა.1954 წელს კომპანია “მოტოროლაში” მუშაობა დაიწყო ერთმა ჩვეულებრივმა ინჟინერმა მარტინ კუპერმა მას დიდი სურვილი ჰქონდა შეექმნა ისეთი აპარატი, რომლის ყველგან წაღებას შეძლებდა. 1976 წელს მან ჩიკაგოს პოლიციისათვის პირველი რაცია შექმნა. 19 წლის შემდეგ კი პირველი მობილური ტელეფონი, რომელიც “მოტოროლას” ფირმის იყო და “დენა ტაქი” ერქვა. პირველი ზარიც სწორედ კუპერმა განახორციელა.



   ბუნებრივია, ახალ პროდუქტს გასაღების ბაზარიც სჭირდებოდა. 1981 წლისთვის მობილური ტელეფონები შვედეთის, ნორვეგიის, დანიის და საუდის არაბეთის გარდა არცერთმა ქვეყანამ არ მიიღო, რადგან იგი უსარგებლო, უბრალოდ სათამაშო ნივთი ეგონათ. 1984 წლისთვის კი ამ სათამაშომ ისე გაითქვა სახელი და იმდენად პრაქტიკული აღმოჩნდა, რომ მის შესაძენად ხალხი რიგში ჩადგა.



   ტელეფონი ძალიან ძვირი, 3995 დოლარი ღირდა. რასაკვირველია, მობილური ტელეფონი თანდათან ვითარდებოდა. პირველი ფერად ეკრანიანი ტელეფონი 1997 წელს გამოვიდა, ხოლო პირველი ორბარათიანი მობილური 1999 წელს. 2000 წელს იაპონელებმა აწარმოეს პირველიმპ3”-თა და ფოტო-აპარატით აღჭურვილი მობილური ტელეფონიშარფი”. 2002 წელს კომპანია “ერიქსონმა” შექმნა პირველი “ბლუთუზიანი” ტელეფონი და ამავე წელს “სამსუნგის” ფირმამ პირველმა გამოუშვა ყოველმხრივ დახვეწილი ტელეფონი, რომელსაც ყველანაირი ფუნქცია ჰქონდა.აღნიშნულტექნოლოგიები ახლა ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში და თავის თავში გულისხმობს სწრაფინფორმაციის გადაცემას, ვიდეო ზარებს, ინტერნეტ ტელევიზიას და სხვა ბევრ დღესდღეობით საჭირო ტექნოლოგიას.

1 comment: