პირველი მობილური საქართველოში


საქართველოში მობილურები დაახლოებით 1996-97 წლებში შემოვიდა, სულ რამდენიმე იყო თბილისში და ყველამ იცოდა, რომელს რამდენი ნაკაწრი ჰქონდა. წარმოგიდგენთ ერთ დროს საქართველოში ყველაზე პოპულარულ ტელეფონს: ერიქსონ! თუ ეს ტელეფონი გედო ჯიბეში (არ ვიცი როგორ, იმიტომ რომ იმდენად მძიმე ყოფილა, რომ სულ ცოტა შარვალი ჩაგძვრებოდა;)) შენთვის თბილისში ყველა გზა ხსნილი იყო. შემდეგია მისი აღმატებულება ნოკია. ეს გახლავთ NOKIA 810i ე.წ. მობილური-ბანანი.შემდეგ მოდის სიმენსი რომელიც დიდხანს ლიდერობდა საქართველოს მობილურის ბაზრებზე. ალბათ გახსოვთ სამსუნგების ბუმი. ყველა ნატრობდა ე.წ. ‘თავკომბალა’ დებოდა ჯიბეში.

No comments:

Post a Comment